ელისო ბოლქვაძე და ბაია კვიციანი ლატვიის კულტურის სამინისტროს და ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
მედია და საზოგადოება 23 Oct 2023

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის კულტურის სამინისტროს და ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაზე იმსჯელეს.
ლატვიის ეროვნულმა კულტურის ცენტრმა ლატვიაში სახელოვნებო განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
