საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ელისო ბოლქვაძე და ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2021
ელისო ბოლქვაძე და ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას და კულტურის ობიექტების მართვის და დაგეგმარების განყოფილების უფროსს, ცირა შალაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების საკითხები განიხილეს და სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს.

„მოგეხსენებათ, რომ კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლებასთან მიმართებაში აწარმოებს შეხვედრებს. ინფორმაცია კომიტეტში შემოდის რეგიონული მუნიციპალიტეტებიდან და ასევე თბილისში არსებული სახელოვნებო დაწესებულებებიდან. დღევანდელ შეხვედრაზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია სახელოვნებო განათლების სისტემატიზაციისთვის: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მათი ხელფასები, სასწავლებლების ინფრასტრუქტურა, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.

მეორე საკითხი ეხებოდა მხატვრების თემას. კომიტეტში შემოსული წერილებსა და შეხვედრების დროს მხატვრები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ არ არსებობს სივრცეები, გალერეები, სადაც მათ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა შეეძლებათ. ვთხოვეთ მერიის წარმომადგენლებს, იმუშაონ საკითხზე, რომ მხატვრებისთვის მოიძებნოს შესაბამისი ფართი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, 1 ივნისს კომიტეტი ბავშვთა დაცვის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებას გამართავს, რომელშიც თანამონაწილე თბილისის მერია იქნება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R