ელისო ბოლქვაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
მედია და საზოგადოება 04 Sep 2024

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სლოვაკეთის მჭიდრო პარტნიორობას, დაფიქსირდა ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა და აღინიშნა საქართველოს პრიორიტეტებისადმი სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ელჩი ასევე გაეცნო კულტურის მიმართულებით საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკას.
