საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2023
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

 

„წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში და ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა კოსმეტიკურად, როგორც ეს წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კუთხით.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს არც კი იხილავს. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების და ცვლილებების განხორციელება, ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოპოზიციას შემოთავაზებული აქვს და შეესაბამება ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასევე ინიცირებული აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს პროექტი უფრო შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მოთხოვნებს. მათ მოინიშნეს ეს საკითხები, რომლებსაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი მოახდინოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში ლევან ბეჟაშვილი და თინათინ ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R