საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 20 ნოემბერი 2025
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ანგარიში მოისმინა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

 

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოების საკითხზე გამახვილდა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების მნიშვნელობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების მაჩვენებელმა კონკურენციის სფეროში 75%-ს, ხოლო მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით 85%-ს მიაღწია.

 

სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა „კონკურენციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ რეფორმებზე, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა აღსრულების მექანიზმები და შესაძლებელი გახადა ბიზნეს სექტორში არსებულ დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

 

მისი თქმით, სააგენტოს ძალისხმევით განხორციელდა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი, რის შედეგადაც დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი.

 

სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც დიდი კომპანიების გაერთიანებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების საქმიანობის საკითხებს შეეხებოდა. მომხსენებლის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით სააგენტო აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს სკოლებში, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებში, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

 

ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე სააგენტოს წარმატებაზე და აღნიშნა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო  ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიო ბანკისა და ICPEN-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი.

 

მისი თქმით, საქართველო 2026-2027 წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელის ICPEN-ის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი შეფასებით, გაძლიერებული საკანონმდებლო ბაზა და გაუმჯობესებული აღსრულების მექანიზმები საქართველოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მზადყოფნა გამოხატა კომიტეტის ფარგლებში მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა მომხმარებელთა უფლებების დაცვა კიდევ უფრო განვითარდეს და მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს მოემსახუროს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R