საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე რეკომენდაციები დაამტკიცა

მედია და საზოგადოება 29 აპრილი 2022
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე რეკომენდაციები დაამტკიცა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების შესახებ იმსჯელა.

 

„საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე; გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს; გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციებს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება უკავშირდება გადახდის საერთო ევროპული სტანდარტების, წესების და პრაქტიკის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სანდო საცალო გადახდის სერვისებით ევროში.

 

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაერთიანებულია ევროპის შემდეგი სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს მიიღო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების, ასევე კომერციული ბანკების, ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

 

სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს წევრობა, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების წინაპირობებს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრებისთვის.

 

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების კრიტერიუმებს. ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე რეკომენდაციები დაამტკიცა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R