საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ტალიაშვილის მომზადებული რეზოლუციის -„ახალგაზრდობა და მედია“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

მედია და საზოგადოება 10 მაისი 2022
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ტალიაშვილის მომზადებული რეზოლუციის -„ახალგაზრდობა და მედია“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილის მიერ მომზადებული რეზოლუციის - „ახალგაზრდობა და მედია“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა რომში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების, მედიისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი მოხსენებით წარდგა საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტისა და მოწვეული სამეცნიერო-ექსპერტული საზოგადოების წინაშე.

 

მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე და ასევე ახალ შესაძლებლობებზე რომელსაც მედია წარმოშობს ახალგაზრდებთან მიმართებით.

 

„მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი და ევროპის საექსპერტო-სამეცნიერო საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ჩემს სარეზოლუციო ინიციატივას. მედიის ზეგავლენა ახალგაზრდობაზე არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში მოექცა. დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი არის ინდივიდუალური პიროვნული თავისუფლება, შესაბამისად, საინფორმაციო საზოგადოებაში მედიამ უნდა შეძლოს ამ თავისუფლების ხელშეწყობა და თავის მხრივ ახალგაზრდებმა ინოვაციურ-კრეატიული მიდგომებით განავითარებენ მედიაგარემოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტში აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით მოწვეული იყვნენ მედიისა და ახალგაზრდობის სფეროს მკვლევარები და ექსპერტები იტალიიდან, ბელგიიდან და ესპანეთიდან, რომელთა საექსპერტო შეხედულებები, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ამყარებს რეზოლუციას - „ახალგაზრდობა და მედია“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R