საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრიდონ ინჯია: ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს

მედია და საზოგადოება 31 იანვარი 2022
ფრიდონ ინჯია: ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „ევროპელი სოციალისტები“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ და მის სამომავლო ხედვებსა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

 

როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, „ევროპელი სოციალისტებისთვის“ მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა ექვს-ექვსი თვის ვადით იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. საუბარი გვქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სამომავლო გეგმებზე. ვისაუბრეთ ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI - ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმად, თითქოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე ნდობა არის დაწეული. ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ მაჩვენებლად თუ როგორ მუშაობს ცესკო. ამასთანავე, ჩვენ გვქონდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორია ის, რომ თუ კანდიდატმა პარლამენტის წევრების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მიიღო, იმ შემთხვევაში თავმჯდომარე მხოლოდ 6 თვით იქნება არჩეული მაშინ, როდესაც პარლამენტი 76 ხმით მოსამართლეებს უვადოდ ირჩევს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

„მას შემდეგ რაც მოვუსმენთ ყველა კანდიდატს მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვის დავუჭერთ მხარს. აპრიორი ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენთვის მიუღებელია ექვს-ექვსი თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. პრაქტიკულად, ყველა სამ თვეში ერთხელ იწყება საარჩევნო მარათონი და იმის მაგივრად, რომ ეს უწყება კონცენტრირებული იყოს სერიოზულ ცვლილებებზე საარჩევნო ქმედებებში, ჩვენ რეალურად ვიღებთ მუდმივად მარათონს თუ ვინ გახდება თავმჯდომარე“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გახდება მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩეული თავმჯდომარე, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

 

„ღია ვიყავი, ვარ და ვიქნები ნებისმიერ კონსტრუქციულ, საქმიან ფორმატში შეხვედრებისა და ურთიერთობების, რომელიც არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას, არამედ ნებისმიერ იმ საკითხს ეხება, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის და საარჩევნო პროცედურებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრისას იყო კონსტრუქციული კრიტიკა ჩვენს საქმიანობასთან მიმართებაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ადმინისტრაციის საქმიანობა, მისი განვითარება და შემდგომი ტრანსფორმაცია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R