საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრიდონ ინჯია: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით

მედია და საზოგადოება 14 თებერვალი 2023
ფრიდონ ინჯია: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით

„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე, 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


როგორც მან აღნიშნა, ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დაიკარგა ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.


„ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ. მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში; ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და საერთოდ იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ.


მისი თქმით, ეს საკითხი უფრო აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.


​„დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R