საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გაერთიანებულ სხდომაზე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 15 თებერვალი 2024
გაერთიანებულ სხდომაზე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე იმსჯელეს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს.


კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა სხდომაზე წარადგინა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად“.


მისი შეფასებით, 2015 წელს აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, გაეროს უშიშროების საბჭომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით მოხდა ახალგაზრდების როლის აღიარება მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე.


მომხსენებელმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდების გაძლიერების, პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია გააცნო და კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.


„ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ გაეროს რეზოლუციის შინაარსი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და ყურადღება მივაქციეთ ახალგაზრდების როგორც ზოგად, ასევე სამშვიდობო განათლებას. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რამდენად სიღრმისეულია მათი ცოდნა სამშვიდობო პროცესებზე, საერთოდ კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ „კავკასიურმა სახლმა“ საკმაოდ სერიოზული კვლევა წარმოადგინა. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საკითხებზე ოპოზიციისა და უმრავლესობას ერთიანი პლატფორმა ჰქონდა. ორივე მხრიდან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ, რომლებიც ერთობლივ რეზოლუციაში აისახება და საბოლოოდ სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის სამოქმედო გეგმის სახეს შეიძენს“, - განაცხადა სხდომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.


გაერთიანებული სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R