განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლებიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ.
გივი მიქანაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება, ზოგადი განათლების საბჭოს თავმჯდომარე - ბაია კვიციანი, პროფესიულ მიმართულებას მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს, უმაღლესი განათლების საბჭოს მე გავუძღვები, მაია მენაღარიშვილი კი მეცნიერებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტმა საბჭოების შექმნას და მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
