საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 17 Jan 2013
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი

საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში მდებარე სანერგე მეურნეობაში განხორციელებული ქმედებები იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის,  გიორგი ცაგარეიშვილის დღევანდელი ბრიფინგის თემა. მისი განცხადებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობის სფეროში რიცხული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის საკუთრებიდან უკანონოდ ამორიცხული იყო 88 ათასი კვადრატული მიწის ფართობი. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა  საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან ამოერიცხა მიწის ფართობი და ის  კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ქართული კურდღელისთვის“ გადაეცა, რაც 2012 წლის 23 იანვარს განხორციელდა კიდეც. ჩვენი ინფორმაციით, ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული  იყო ,,ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი  ივანე მერაბიშვილი  და იმჟამინდელი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედების მიზანი იყო ერთი მხრივ სანერგე მეურნეობის განადგურება და მოსპობა, ხოლო მეორე მხრივ მატერიალური სარგებლის მიღება. დეპუტატის თქმით, ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად ყოველ კვირას სტუმრობდა შპს ,,ქართულ კურდღელს“ და თვალყურს ადევნებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მეკურდღლეობა-მებოცვრეობის განვითარებას. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მეურნეობა, რომლის დანიშნულებაა ნერგების მოყვანა, გავრცელება და ტყეების განვითარება, ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო და ის თავის პირველად ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ,,ამ სანერგეს განვითარების გარეშე ჩვენს  ტყეებს მომავალი არ აქვს. საქართველოში სხვა სანერგე არ არსებობს.  ის  უნიკალურია, რომლის განვითარებაშიც მსოფლიო ბანკს და ძალიან ბევრ სამთავრობო და არასამთავრობო უცხოურ ორგანიზაციას აქვს წვლილი შეტანილი.  სანერგეში მილიონობით დოლარია ჩადებული და მისი მსგავსი ამიერკავკასიის რეგიონში არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,  გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს სასწრაფოდ მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა სანერგე მეურნეობას დაუბრუნდეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ,,თუ აქ უნდა იყოს შპს ,,ქართული კურდღელი“, მაშინ მან საიჯარო ხელშეკრულება  გააფორმოს სანერგე მეურნეობასთან და გადაუხადოს იჯარის ფული. სანერგე მეურნეობა საჯარო სამართლის იურიდიული პირია  და მას შეუძლია ჰქონდეს ავტონომიური შემოსავლის წყარო. აღნიშნული შემთხვევა  ხილული მაგალითია იმისა, როგორ ზრუნავდა საქართველოს მთავრობა, ყოფილი გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბუნების განვითარებაზე, როგორ ზრუნავდნენ ჩვენი ტყეების მოვლა-პატრონობაზე“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R