საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 24 ნოემბერი 2025
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.


საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს.


​მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები იზრდება.


საუბარია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული.


„წარმოდგენილი კანონპროექტით, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის მოთხოვნილია სანქციების ზრდა. მათ შორის, დღეს მოქმედი უდაბლესი 200 ლარიანი სანქცია იზრდება 6000 ლარამდე, ხოლო არსებული უმაღლესი 1000 ლარიანი ჯარიმა 30 000 ლარამდე. დაჯარიმებების სტატისტიკა საკმაოდ დიდია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დინამიკაში ეს ტენდენცია კლებადია, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


​აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის აღმასრულებელ უწყებად განსაზღვრულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები.

სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილეს.

ცვლილებები კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.


ცვლილების თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები, რომელიც ამჟამად მოიცავს მდინარეების - გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს, გაფართოვდება და მასში ვაშლობის ხეობაც მოექცევა, რომელსაც დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება.


კანონპროექტის მიღების შედეგად, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3638 ჰექტარით გაიზრდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R