საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გედევან ფოფხაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია 27 ნოემბერი 2017
გედევან ფოფხაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის მომხსენებელს შეხვდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის მომხსენებელს, კილიონ მუნიამას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დევნილი მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს და ჰუმანიტარული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„ბუნებრივია რა საკითხებიც არ უნდა გადაეჭრათ დევნილ მოსახლეობას, აქ საქართველოში, მათი უფლებების დაცვის მთავარი სტანდარტი მაინც მათი საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებაა. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებები სრულად იყოს დაცული და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ იმ მიმართულებით, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთან გამართულ შეხვედრას კომისიის წევრები - ირინე ფრუიძე და გიორგი მოსიძე დაესწრნენ. კილიონ მუნიამა დღესვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ევროპელი სტუმარი წეროვანის და თბილისის ზღვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს მოინახულებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა
27 თებერვალი 2026

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა
05 თებერვალი 2026

გიორგი ვოლსკი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს
18 დეკემბერი 2025

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე თეა ახვლედიანს მოუსმინეს
21 მაისი 2025

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე თეა ახვლედიანს მოუსმინეს

მე-11 მოწვევის პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
28 თებერვალი 2025

მე-11 მოწვევის პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R