საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 18 დეკემბერი 2025
პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

არლამენტის კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კულტურის სფეროს მიმართულებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.


დახურული ფორმატის შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას შეეხებოდა.


მან მთავრობის სამომავლო გეგმებსა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც კულტურის სფეროს მიმართულებით 2026 წლისთვის იგეგმება.


„ერთობლივ სხდომაზე, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად, დისკუსიის ფორმატში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ, რომელიც კულტურას და კულტურის პოპულარიზაციას უკავშირდება. მსჯელობისას საინტერესო საკითხები გამოიკვეთა, რომლებზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობას გააგრძელებს“, - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.


კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შეაჯამა.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების პრეზენტაცია საინტერესოდ ჩატარდა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაშია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობა. დისკუსიის ფორმატში, დარგის ექსპერტებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ და აფხაზებს შორის არსებული საერთო ისტორიული მემკვიდრეობა წარმოჩინდეს. მნიშვნელოვანია, მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინ უნდა უძღოდეს ომით გახლეჩილი საზოგადოებების გაერთიანება. რასაკვირველია, ამ კონტექსტში კულტურული ძეგლების მდგომარეობა, მისი მომავალი და საერთოდ, ერთიანი კულტურული მემკვიდრეობის თემა ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის საკითხია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მისივე თქმით, ამ კუთხით ბევრი რესურსი არსებობს და ამ რესურსების გაერთიანების მიზნით, უახლოეს პერიოდში სტრატეგიული ხედვა მომზადდება.


კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R