საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 18 ოქტომბერი 2018
გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს

ჟენევაში გრძელდება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეა, რომლის ფარგლებში, საპარლამენტთაშორისო კავშირისა და პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ და აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა. 

შეხვედრაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის თემაზე იმსჯელეს.

გიორგი ხატიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის ფუნქციის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებსა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს გაძლიერებასა (მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების ანალიზის თვალსაზრისით) და რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
02 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
17 აპრილი 2026

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17 აპრილი 2026

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი - ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში
16 აპრილი 2026

შალვა პაპუაშვილი - ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
16 აპრილი 2026

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R