საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ამილახვარი და ხათუნა კვიციანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 ივლისი 2022
გიორგი ამილახვარი და ხათუნა კვიციანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო. ასევე, კომიტეტის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეპუტატებისთვის მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ამერიკის საბჭოს პროგრამის ფარგლებში შევხვდით ამერიკელ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ და ჩამოსულები არიან საქართველოში. ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე განათლების და მეცნიერების დარგში არსებულ გამოწვევებზე, რეფორმებზე და იმ წვლილზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მომავალი იურისტები, დიპლომატები და პოლიტიკოსები, წარმოდგენილი დღეს ამ სტუდენტების სახით, სწორად იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R