საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ბეგაძე: შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კვალიფიციური პროფესიული კადრებით უნდა ვპასუხობდეთ

მედია და საზოგადოება 29 მაისი 2018
გიორგი ბეგაძე: შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კვალიფიციური პროფესიული კადრებით უნდა ვპასუხობდეთ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა განსახილველად.

„ჩვენთვის განათლება არის პრიორიტეტი, მათ შორის პროფესიული განათლება არის მიმართულება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ასახავს და შეესაბამება იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს შრომის ბაზართან მიმართებაში არსებობს. ის სტრუქტურული უმუშევრობა, რომელიც ქვეყნაში გაგვაჩნია, პირველ რიგში უკავშირდება პროფესიული განათლების საკითხებს, შესაბამისად სამინისტრომ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავა ამ მიმართულებით, რაც აისახა წარმოდგენილ დოკუმენტში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტის მიზანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. კომიტეტმა ასევე იმსჯელა წარმოდგენილი კანონპროექტის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატებისა და სხდომაზე მყოფი პროფესიული განათლების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, „განათლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს აისახა ჩვენი ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმაშიც, ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი სწორედ ამ გეგმას პასუხობს. უდავოა, რომ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას უნდა ვპასუხობდეთ პროფესიული კვალიფიციური კადრებით, და ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი ამ მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა. მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ანგარიშში წარმოდგენილია ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვა, ასევე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობაა ასახული წარმოდგენილ ანგარიშში“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის და საგადასახადო სისტემების შესახებ.
მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო. სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ბეგაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წარმოდგენილი ანგარიშისა და მთელი წლის განმავლობაში გაწეული აქტიური თანამშრომლობისათვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R