გიორგი ხატიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ ფორუმში მონაწილეობს
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 14 დეკემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე 14-15 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.
მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა არის თემა, რომელსაც 70-მდე ქვეყნიდან შეკრებილი პარლამენტის წევრები განიხილავენ. ფორუმის ბოლოს მიიღებენ შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი მომავალში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში.
