საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2022
გიორგი ხელაშვილი არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პატრიცია ბეატრის სალასს შეხვდა.


მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით. საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ჭრილში საქართველოსთვის და, მთლიანად, შავი ზღვის რეგიონისთვის მომდინარე საფრთხეები.


გიორგი ხელაშვილი ელჩს ესაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე.


შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის არგენტინაში ვიზიტზე და ყველა იმ ასპექტებზე რომელსაც ეს ვიზიტი მოიცავდა.


„ელჩთან შეხვედრისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ იმ ვიზიტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში განხორციელდა მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის არგენტინაში ვიზიტზე. მიმოვიხილეთ ყველა ის ასპექტი, რომელსაც ეს ვიზიტი მოიცავდა და რომელიც არის რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით საპარლამენტო თანამშრომლობა. ვისაუბრეთ როგორც რეგიონული უსაფრთხოების ასევე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსულ აგრესიაზე, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხზე და ამაში არგენტინის ჩართულობაზე“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


შეხვედრისას აღინიშნა, რომ არგენტინის საპარლამენტო დელეგაცია საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R