საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 16 ივნისი 2026
მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ლაშხმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ნამუშევრები სამშობლოს სიყვარულის, მშვიდობის და უკეთესი მომავლის რწმენის გამოხატულებაა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთზე ფიქრისას თქვენ საუბრობთ დაბრუნებაზე, შეხვედრაზე, ურთიერთგაგებასა და საერთო მომავალზე. ეს არის მიზანი, რომელიც გვახსენებს, რომ აფხაზეთი ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მშვიდობა და შერიგება არის გზა, რომელიც მომავალ თაობებს ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

კონკურსში მონაწილეობა 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც ჯამში 1270 ნაშრომი წარადგინეს. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტი შექმნეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R