საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია, როგორც დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე საქართველოსთვის

მედია და საზოგადოება 03 თებერვალი 2022
გიორგი ხელაშვილი: რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია, როგორც დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე საქართველოსთვის

„რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ერთი მხრივ ნატოს და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია, როგორც საერთოდ დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე განსაკუთრებით საქართველოს თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ასახულია ჩვენი საერთო პოზიცია, რომ ქვეყნების მომავალი უნდა იყოს თავად ამ ქვეყნების ხელში, ალიანსების არჩევანი უნდა იყოს ქვეყნების სუვერენული უფლება, დაუშვებელია მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის გავლენის სფეროებად დაყოფა და რომ არსებული, შეთანხმებული პრინციპები, ცივი ომიდან მოყოლებული, უნდა იქნეს სრულად დაცული“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს მოუსმინეს.


გიორგი ხელაშვილის განცხადებით, დასავლეთის და საქართველოს ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინაზე, იმ კრიზისზე და საფრთხეზე, რომელიც თანდათან მატულობს და შეიძლება უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეს არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის მომავალზე. მისივე თქმით, საერთო ძალისხმევა მიმართულია როგორც აგრესიის შეკავებაზე, ასევე უკრაინაში ომის არ დაშვებაზე, რისთვისაც გამოყენებულია დიპლომატია, სამხედრო დახმარება, სანქციების მუქარა.


„ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის პოზიციას, რომელიც რეზოლუციის სახით გამოხატეთ უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, იმავდროულად რუსეთი პარალელურად ცდილობს არა მარტო უკრაინის მიმართულებით წნეხის მიტანას, ამ ქვეყანაზე და დასავლეთზე, არამედ, როგორც ჩანს, სერიოზულად მოითხოვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას. ევროპის პარლამენტი, გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას ფართო პოლიტიკურ საკითხებზე - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებში. სად დგას ევროპარლამენტი და უფრო ფართოდ, ევროკავშირი, უსაფრთხოების დიალოგის მიმართებით და განსაკუთრებით, რამდენად არის ერთიანი ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და რუსეთის პოლიტიკას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოში ჩამოსვლისათვის, მისი საქმიანობისათვის, რომელშიც საქართველო მნიშნელოვან ადგილს იკავებს და საქართველოს ხელისუფლების სახელით მადლობა გადასცა იმ მუდმივი მხარდაჭერისათვის და მონაწილეობისათვის, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტის მხრიდან აქვს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R