საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილმა არგენტინაში შეხვედრები გამართა

მეგობრობის ჯგუფები 06 აპრილი 2022
გიორგი ხელაშვილმა არგენტინაში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი არგენტინაში იმყოფება.
 

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილი არგენტინის სენატში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს, სენატორ ლუსილა კრექსელს შეხვდა.


საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

გიორგი ხელაშვილმა არგენტინელ კოლეგას რეფორმების კუთხით, საქართველოს გამოცდილება გაუზიარა განსაკუთრებით, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ჭრილში.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე შეხვდა ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის დეპუტატებს, პაოლა მიკიელოტოს, მარსელო გუოუმანსა და მატიას დამიან ლოპესს, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აგრეთვე გაიმართა არგენტინაში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს დიპლომატიურ წარმომადგენელთან, ელისა ტროტასთან, არგენტინის მთავარი ოპოზიციური ბლოკის „Juntos por el Cambio”-ს წარმომადგენელთან, ესეკიელ ლანგანთან და ასოციაცია „La Rural”-ის მრჩეველ ხუან პაბლო მალიერთან.

გიორგი ხელაშვილმა არგენტინის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილ ახალ გამოწვევებს შეეხებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R