საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე, რამაც წინაპირობა უნდა შეუქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

მედია და საზოგადოება 26 ოქტომბერი 2022
გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე, რამაც წინაპირობა უნდა შეუქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს.


დახურულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით გაწეული საქმიანობის თაობაზე ისაუბრა. იგივე თემას შეეხებოდა თანამომხსენებლის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბუგიანიშვილის გამოსვლაც.


„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის ურთულესი გამოწვევები, რომელიც არის ადგილზე, მათ შორის ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. ასევე ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო ხედვებზე და იმ უაღრესად მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებებზე, რომელთა კუთხითაც ვგეგმავთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას საერთო მიზნის მიღწევის კუთხით“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.


საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, სხდომა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი, სადაც საინტერესო წინადადებები მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მუშაობდეს სამშვიდობო ფონდი, თუ სად შეიძლება ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ნახონ საერთო ინტერესი, რა პროექტების განხორციელება შეიძლება იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი მომავალი, სადაც ომით გახლეჩილი საზოგადოება ერთმანეთს დაელაპარაკება არა ძალის პოზიციიდან, არამედ თანამშრომლობის თვალსაზრისით, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობები.


„რაც არ უნდა მოხდეს, რა პროცესებიც არ უნდა ვითარდებოდეს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე, რამაც წინაპირობა უნდა შეუქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ, პოლიტიკური ძალები საქართველოში, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მონდომებულები და ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მშვიდობა იყოს და ერთმანეთს ველაპარაკოთ საქმიანი ენით, ველაპარაკოთ იმაზე თუ როგორ ვაშენოთ სახელმწიფო, როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილებია ამ დაძაბულ ვითარებაში და რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეიძლება გადავწყვიტოთ ერთად. ამიტომ ეს მესიჯადაც მიიღეთ, რომელიც აუცილებლად ჩავა აფხაზებამდე და ოსებამდე, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ცხინვალის რეგიონში თუ აფხაზეთში. ეს არის რეალობა და ამ რეალობის თაობაზე ვისაუბრეთ დღეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R