საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორს და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2024
გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორს და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ედრიან ჩედვიკსა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს, ზაზა ფურცელაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ბრიტანეთის საბჭოს მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოში ხანგრძლივი და პროდუქტიული საქმიანობისთვის. კერძოდ, განათლების სფეროში გაწეული დახმარებისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, საქართველო განათლების მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთ მოქმედი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონული ფილიალების გახსნას გულისხმობს.

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სასწავლებელი გაიხსნას. მანვე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომების აღიარების მიმართულებით.

როგორც ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ედრიან ჩედვიკმა აღნიშნა, მხარს უჭერენ საქართველოს ინიციატივას გახდეს განათლების რეგიონული ჰაბი და თავის მხრივ, ისინი დაიწყებენ კონსულტაციებს და ურთიერთობას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა მათ საქართველოს პოტენციალი გააცნონ.

შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საბჭო საქართველოს დაეხმარება ბრიტანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააცნონ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები და დაინტერესებული პირებისთვის მოაწყობენ ონლაინ შეხვედრები და გაცნობითი ვიზიტები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R