საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე, ლიკა შარტავა და ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2025
გივი მიქანაძე, ლიკა შარტავა და ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონში საჯარო სკოლებს ეწვივნენ.


დეპუტატებმა 82-ე, 168-ე, 217-ე, 156-ე და გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს.

„თბილისის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით, უკვე ვეწვიეთ ნაძალადევის, ჩუღურეთის, გლდანისა და საბურთალოს რაიონების სკოლებს. დღეს ვიმყოფებით სამგორის რაიონში, სადაც სკოლების საჭიროებებს ადგილზე გავეცანით და მომავალი წლისთვის დავსახეთ პრიორიტეტები“, - განაცხადა ლიკა შარტავამ.


როგორც სამგორის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი მიზანია დროულად გადაიჭრას ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლებიც სკოლებს აქვთ.


„სამგორის რაიონში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 5 სკოლას ვესტუმრეთ. სკოლებში სპორტდარბაზების, ბიბლიოთეკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გავეცანით“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სამგორის რაიონის საჯარო სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R