საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენადაციების საფუძველზე

მედია და საზოგადოება 18 აგვისტო 2022
გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენადაციების საფუძველზე

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა. ამ ჯგუფის მიზანია, რაც პირდაპირ გაწერილია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, ამ რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია გასულ წელს პარლამენტში ფუნქციონირებადი მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის საქმიანობაშიც ჩართულები იყვნენ ექსპერტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.

 

„ჩვენ გასულ წელს, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილებების ძალიან დიდი პაკეტი, რომელშიც ასახული იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის, ამ ორი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, რადგან ჩვენ ევროკომისიისგან მივიღეთ ეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, შევქმენით ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში განახორციელებს თავის საქმიანობას. ამ ჯგუფისთვის კომიტეტის აპარატის მიერ მომზადდა კონკრეტული დოკუმენტი იმ საკითხების ჩამონათვალით, რომლებსაც ჩვენ ოპოზიციის, ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად,დეტალურად განვიხილავთ“, - აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 

გივი მიქანაძის განცხადებით, დღეს გაიმართება საკითხების პირველადი განხილვა და სავარაუდოდ, 25 აგვისტოს ჩატარდება ჯგუფის მეორე სხდომა, სადაც უკვე ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა იქნებათ წარადგინონ კონკრეტული წინადადებები, რის შემდეგაც კომიტეტის აპარატი დაიწყებს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას.

 

„გეგმის თანახმად, არაუგვიანეს 21 სექტემბრისა უნდა მოხდეს იმ ცვლილებათა პაკეტის დაინიცირება, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, საელჩოებმა და ჩვენი კარი მათთვის ღიაა“, - აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 

სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

 

„დღეს დილით აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პროცესში მონაწილეობისთვის წარმოადგინა ორი ორგანიზაციის დასახელება. ერთი ეს არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მეორე - „სამართლიანი არჩევნები“. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა ჩვენთვის არგუმენტირებულად მიუღებელია, მათი მხრიდან მოხდა ამ ორგანიზაციის მაინც წარმოდგენა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ბოლო შეკრების დროს ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში მონაწილეობას. შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციის პრინციპით სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერ ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ვთვლით, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R