საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2022
გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რენატა ლევოვსკის და პროგრამების მენეჯერს, დავით ღონღაძეს შეხვდა.


პარლამენტის წევრმა სტუმრებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა და საარჩევნო კოდექსის ძირითადი ცვლილებები გააცნო.


გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეჯერებულ ცვლილებების პროექტზე და საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მისი განხილვის საკითხებზე ისაუბრა.


სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი, შესაბამისი დასკვნისთვის, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული შეფასებების მიღების შემდეგ, პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ცვლილებების პროექტს სამივე მოსმენით მიიღებს.


საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საარჩევნო კანონმდებლობის პროექტი პოზიტიურად შეაფასეს.


შეხვედრაზე რენატა ლევოვსკიმ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მიღმა, საარჩევნო საკითხებზე დამატებით სხვა ცვლილებების მომზადების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


​შემოთავაზებულ წინადადებაზე გივი მიქანაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტი წარმოადგენს სწორედ ისეთ ინსტიტუციას, სადაც ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება და ინიციატივა განიხილება და თუ იქნება მსგავსი შეთავაზება, საკანონმდებლო ორგანო მზად არის რეგლამენტის შესაბამისად განახორციელოს პროცესი და შეისწავლოს ნებისმიერი წინადადება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R