საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გურამ მაჭარაშვილი: კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი

მედია და საზოგადოება 09 Jul 2021
გურამ მაჭარაშვილი: კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა. დაგვრჩა ერთ კანდიდატთან გასაუბრება. აქედან გამომდინარე, კომიტეტის ყველა წევრი უკვე ჩამოყალიბდება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე, გვექნება გარკვეული კონსულტაციები. ამის შემდეგ, ჯერ კომიტეტში გაიმართება კენჭისყრა და შემდეგ ეს საკითხი სესიაზე გავა, სადაც ყველა კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.
 

დღეს კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს - ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს.

 

ბიძინა სტურუას მოსამართლედ მუშაობის 9-წლიანი, ხოლო ლაშა ქოჩიაშვილს -13-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, პარლამენტის უფრაქციო წევრების, ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში კომიტეტი 8 კანდიდატს გაესაუბრა.

 

ხვალ, 10 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გიორგი შავლიაშვილს მოუსმენს.

 

2021 წლის 25 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი წარუდგინა.

 

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R