საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, ფინეთის ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, იუსი ნუორტევას შეხვდა

მედია და საზოგადოება 01 აპრილი 2011
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, ფინეთის ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, იუსი ნუორტევას შეხვდა

პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის ეროვნულ საბჭოსა და ფინეთის ეროვნულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იუსი ნუორტევა მიიღო.

ელდარ შენგელაიამ ფინელ კოლეგას ქართული ჰერალდიკის განვითარების საკითხები გააცნო და აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში ჰერალდიკა საერთოდ არ არსებობდა. "ჩვენ რთული პროცესი გავიარეთ, რის შედეგადაც ახალი ქართული დროშა და გერბი მივიღეთ. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ჰერალდიკის საბჭო, ხოლო მას შემდეგ, რაც დამტკიცდა ახალი დროშა და გერბი, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა მასთან არსებული ჰერალდიკის ეროვნული საბჭო", - აღნიშნა ელდარ შენგელაიამ.

იუსი ნუორტევას განცხადებით, ფინეთში ჰერალდიკის საბჭოს ეროვნული არქივი ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას სპეციალური კანონი განსაზღვრავს. მისივე ინფორმაციით, ფინეთის ჰერალდიკის საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ძველი ჰერალდიკური ნიშნების შესწავლაზე, ასევე თანამედროვე სახელმწიფო, რელიგიურ და სამხედრო მიმართულების ჰერალდიკაზე.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში. ქართული მხარე მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს ჩეხეთის და პოლონეთის ჰერალდიკის საბჭოებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R