საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ჩიქოვანი: ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2022
ირაკლი ჩიქოვანი: ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია

„მოგიწოდებთ, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი დოკუმენტებიდან, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატოთ იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება, და რომლებიც ცალსახად ამბობს, რომ ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია“, - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე კოლეგებს, სადაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში განიხილეს და შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს.


„ჩვენს კოლეგებს, სიღრმისეულად და კარგად აქვთ გააზრებული საქართველოში არსებული სიტუაცია. ისინი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ საკითხებს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით მათ თანადგომას, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეს ესაჭიროებოდა, მათ შორის დემოკრატიის განვითარების კუთხით”, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ასამბლეის სხდომაზე.


მისი თქმით, მოხსენება მოიცავს მრავალი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.


„ცალსახაა, რომ აღნიშნულ დონეზე არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ განვითარება და ეს ასეც იქნება. როგორც ეს მოხსენებაშია წარმოდგენილი, საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ შექმნა მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის ევროპული სტილის სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში გატარებული სასამართლო სისტემის ოთხეტაპიანი რეფორმის შეფასების ერთგვარი საჭიროება დგას.


„ამ კუთხით „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა პარტიამ, უკვე დააინიცირა განხილვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც თითოეულ პარტიას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება. ამასთან, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ შეფასებები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა და პოლარიზაცია კვლავაც რჩება გამოწვევებად.


„რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა და პოლარიზაცია კვლავაც რჩება გამოწვევებად. მეც და ჩემი კოლეგებიც, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, თავად გავხდით სიძულვილის ენის სამიზნეები, ეს კი სერიოზული პრობლემაა. ამიტომაც, მჯერა, რომ ამ საკითხების გადასაწყვეტად ერთად მუშაობა გვმართებს,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ერთადერთი პარტია, რომელმაც საქართველოში მიღწეული პროგრესი ვერ დაინახა, ეს „ევროპის სახალხო პარტიაა“ (EPP) - „მესმის, თუ რატომ მოხდა ასე. ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ აღნიშნული პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ იყო წარმოდგენილი. არ მსურს პოლარიზაციის გაღვივება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება საქართველოს ევროპული გზისა და დასახული რეფორმებისადმი."


საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R