საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი და დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი საშინელებები და აგრესია აღარასოდეს განმეორდება ჩვენს საერთო სახლში - ევროპაში“

მედია და საზოგადოება 16 მარტი 2022
ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი და დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი საშინელებები და აგრესია აღარასოდეს განმეორდება ჩვენს საერთო სახლში - ევროპაში“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა.


„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს, და ეს ხდება 2022 წელს ევროპაში, მიუხედავად მშვიდობის დამყარების ყველანაირი მცდელობისა. მსურს, კიდევ ერთხელ დავუდასტურო უკრაინას ჩვენი სოლიდარობა. ჩვენ ვართ მომსწრეები რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო თავდასხმისა უკრაინაზე, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ პრინციპებს და იწვევს გამანადგურებელ შედეგებს, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ადამიანების მასობრივ ტანჯვასა და იძულებით დევნას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მტკიცედ ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


დელეგაციის ხელმძღვანელმა აღშფოთება გამოხატა მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული დანაკარგებისა და მსხვერპლის გამო და გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის სავალალო შედეგებით.


„უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია გვახსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ათწლეულების მანძილზე, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უწევთ ასეთი აგრესიისა და ომის წინაშე დადგომა და იმ გამანადგურებელი შედეგის მიღება, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ასობით ათასი და ეხლა უკვე მილიონობით დაქსაქსული ოჯახი, ოკუპაცია და ტერიტორიების ანექსია, ასობით ათასი და ეხლა უკვე მილიონი დევნილი და უთვალავი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქე. უდიდესი გულისტკივილით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ შედეგების შემცირება ან მათზე ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისი თქმით, ეს სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.


„ამის შეგუება შეუძლებელია. სიტუაცია ერთობ მძიმეა და ჩვენ გვიწევს ამის წინაშე დადგომა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დადებითი მოსაზრება და მხარდაჭერა ევროპის საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსულტაციების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტმა თებერვლის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების თაობაზე, დებულების მე-8 მუხლის თანახმად. საქართველო მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.


მისი თქმით, ევროპის საბჭო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სწრაფად იმოქმედა აგრესიის წინააღმდეგ.


„ანგარიში და დასკვნის პროექტი უფრო მეტად გამაერთიანებელი იყო ასამბლეისთვის, ვიდრე გამყოფი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, აგრესია და დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი საშინელებები და აგრესია აღარასოდეს განმეორდება ჩვენს საერთო სახლში - ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R