საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან“

თავმჯდომარე 02 ნოემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან“

„ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც, ბუნებრივია, გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალქალაქში მომხდარი სამწუხარო ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგი იყო.

„ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც ბუნებივია გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე. ისინი იყენებენ არასწორ მეთოდებს და ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო ის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა ახალქალაქში. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას ენზელ მკოიანს. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ეს მაღალი შედეგი და კიდევ უფრო მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ხელთ არსებული, მტკიცებულებებით დადასტურებული ინფორმაციით, კონფლიქტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პროვოკაციებს კანონის ჩარჩოებში მკაცრი პასუხი ექნება.

„ამაზე საბოლოო პასუხს გასცემს სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას, და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით, კონფლიქტი დაიწყო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს
29 ივნისი 2026

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს  სიტყვით მიმართა
23 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R