საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თავმჯდომარე 25 ივნისი 2026
პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ,  კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

სიტყვით გამოსვლისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ეკატერინე გაბაშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული ლიტერატურის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ისაუბრეს ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივ  შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ქალთა უფლებებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.


​ასევე, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საიუბილეო წლის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭება.

ეკატერინე გაბაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, მწერალთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქალთა განათლებისა და უფლებების დაცვის მხარდამჭერი იყო. 

საიუბილეო ღონისძიების მიზანი ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R