საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობა 20 სექტემბერი 2022
ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

 

„ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი, გაიმართა საინტერესო დისკუსია. პირველ რიგში, ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე - როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ. მათი ნაწილი ჩართულია და ნაწილი არ არის ჩართული ამ პროცესში. თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R