საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი - გუნდურობა“

თავმჯდომარე 03 იანვარი 2019
 ირაკლი კობახიძე: „გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი - გუნდურობა“

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.

„აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამო იქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონი ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია, ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა
26 მაისი 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
25 მაისი 2026

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R