საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს\"

თავმჯდომარე 20 სექტემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს\"

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება საპატრიარქოს თითოეულ განცხადებას, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან.

„იქ იყო საუბარი კონკრეტულ განცხადებებზე. ამაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებას და პოზიციას, რომელიც ჩვენ გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ერთ-ერთი, რაც განგვასხვავებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც დღეს მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და ამით განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ჩვენი ოპონენტები არიან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაკავებულნი წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენი ხელწერა არის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედება. იქაც იყო გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ განცხადებებზე, რომელიც არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციას და ეკლესიის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი იყო სათანადოდ ასახული და ძალიან სწორად ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R