საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილი, გივი მიქანაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდობის საკითხებს გაეცნენ

მედია და საზოგადოება 02 Mar 2023
ირაკლი მეძმარიაშვილი, გივი მიქანაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდობის საკითხებს გაეცნენ

რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული.


​ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის წარმომადგენლები ტექნოპარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს და წიგნის მოყვარულთა ჯგუფს B612-ს შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა, დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები.


​კომიტეტის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ის პროგრამები, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და მოუწოდეს, აქტიურად იყვნენ ჩართულები ისეთ პროგრამებში, როგორიცაა საჯარო სამსახურებში სტაჟირება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით გამოცხადებული საგრანტო კონკურსები და ა.შ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 Jun 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R