საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 აგვისტო 2024
ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სიუ ხაიჭენგის შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება ორი ქვეყნის სპორტული ფედერაციების ერთობლივი წვრთნების და სპორტსმენების გაცვლის, ასევე, შეკრებების ჩატარების და ანტიდოპინგური სააგენტოს საქმიანობის საკითხებს დაეთმო. მხარეები ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


„შევთანხმდით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოესი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სწორედ ჩინეთში ტარდება. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებაზე, რომელიც მთელ ამიერკავკასიას მოემსახურება და ამასთანავე, ამ ცენტრით ისარგებლებენ არამხოლოდ სპორტსმენები, არამედ ყველა სხვა ადამიანი, ვისაც რეაბილიტაცია დასჭირდება. ჩვენი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული ცენტრის დაარსება ჩინეთის მხარის დახმარებით და ჩართულობით მოხდეს, ვინაიდან მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. თავის მხრივ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დახმარება აღგვითქვა. მსურს აღვნიშნო, რომ სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი საქმე გაკეთდება“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R