საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილი საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2024
ირაკლი მეძმარიაშვილი საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზიფ ვარვოდიჩს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც სტუმარმა აღნიშნა, წყალბურთის ჩემპიონატისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება ცალკე საცურაო აუზის აშენებას არ საჭიროებს და შესაძლებელია უკვე მოქმედ თბილისის სპორტულ არენაზე ასაწყობი საცურაო აუზის მოწყობა, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამართვის საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს.

 

„ახლა, როდესაც კრიტიკა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაციისკენ არ ვისწრაფვით, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატის გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სპორტულ გუნდებს თავისი გულშემატკივრებიც ჩამოჰყვებიან, რომლებიც საქართველოს შესახებ უფრო მეტს გაიგებენ და ჩვენს კულტურას და ისტორიას გაეცნობიან. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის ნამდვილად ღირს დამატებითი თანხების მოძიება და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის შეხვედრებს და კონსულტაციებს გავმართავ“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 

შეხვედრის დასასრულს ჯოზიფ ვარვოდიჩმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ხორვატიაში მიიწვია, სადაც საშუალება მიეცემა სახელმწიფოს მიერ სპორტული ფედერაციების დაფინანსების ხორვატიულ მოდელს გაეცნოს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R