საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პლენარული სხდომები 22 თებერვალი 2023
ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 

ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს კომიტეტმა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტმა ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სპორტული ობიექტების დაგეგმვის, დაფინანსების, მშენებლობისა და მართვის პრაქტიკა შეისწავლა და გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა.

 

გასული წლის განმავლობაში, კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივაში, რომლის ფარგლებში, მომზადდა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპორტის გავლენა ეკონომიკაზე.

 

საქართველოს ეკონომიკაში სპორტის წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად, საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივითა და თხოვნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო შესაბამისი მონაცემების შეგროვება.

 

2022 წელს კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდა მისი შემადგენლობა.

 

„კომიტეტმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო. კომიტეტმა 2022 წელს მოისმინა „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში. კომიტეტთან შეიქმნა „ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი“, რომელშიც გაერთიანებულია 33 ორგანიზაცია. სამუშაო ჯგუფის შექმნა ეფუძნება ღია მმართველობის პრინციპებს და ემსახურება საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების დანერგვას“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გასულ წელს საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა 23 სხდომა ჩაატარა და ასევე, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საქართველოს რეგიონებში გასვლითი სხდომები გამართა. მისივე თქმით, 2022 წელს კომიტეტში 487 განცხადება შევიდა, რომლებიც რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R