საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი სესიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს და საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 Feb 2020
ირაკლი სესიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს და საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის და საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელს ვიცე-პოლკოვნიკ, ჯოზეფ ბილბოს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე ამერიკელმა ოფიცრებმა კომიტეტის თავმჯდომარეს აშშ-ის მიერ საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გააცნეს.

„შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მთავარი მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას. შეხვედრაზე ამერიკელმა ოფიცრებმა წარმოადგინეს ის მიმართულებები, სადაც საქართველო და შეერთებული შტატები ინტენსიურად თანამშრომლობენ და ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, რომელშიც ჩართულნი არიან ამერიკელი კონსულტანტები, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო პირების სახით. შეხვედრაზე შევეხეთ იმ პროგრამებს, სადაც ამერიკული მხარე საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და აღვნიშნეთ, რომ სამხედრო სფეროში ყოველწლიური დახმარების ზრდადი ტენდენცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაც მიმოიხილეს და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 Jun 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R