საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 02 თებერვალი 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.


საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.


როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს.


ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.


არჩილ გორდულაძის განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ - პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.


„საქართველოს სახელით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი, საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


საკანონმდებლი ცვლილებების პაკეტის თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან ზუსტად იგივე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან. რაც გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას.


„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.


საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.


აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით.


კომიტეტმა გაითვალისწინა არჩილ გორდულაძის წინადადება იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს ცვლილება შევიდეს.


კერძოდ, მეწარმე სუბიექტის მიერ პირველ ჯერზე ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო ქმედების განმეორებითი და ყოველი შემდგომი ჩადენა - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R