საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 20 ივნისი 2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.


„ჩვენი გადაწყვეტილებით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები საკონსტიტუციო ღირებულებების დონეზე იქნება აყვანილი და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო პროექტის შემუშავება“, - განაცხადა მომხსენებელმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.


მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტით, ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განისაზღვრება.


„აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსი არსებობს.


„კონსენსუსს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის პოზიციები არ ყოფილა დაფიქსირებული. ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური პლატფორმის ამომრჩევლის ინტერესს წარმოადგენს ამ ინიციატივების მიღება და დამტკიცება პარლამენტის მიერ“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართული შეხვედრების მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტები დადებითად შეაფასა და აქედან გამომდინარე, ამ პროექტების შემდგომ განხილვას საზოგადოების მხრიდან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.


​კანონპროექტების ინიციატორია საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R