საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 16 დეკემბერი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ, თელავის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან შეუსაბამოდ ცნო „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 191-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად უშვებს სისხლის სამართლის სამართალწარმოების გაგრძელებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ შეურაცხადი გახდა.

კანონპროექტის თანახმად: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი - „პროცესუუნარო“; თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით; 3 თვის გასვლის შემდეგ პროცესი გაგრძელდება; სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად; თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება თუ შუამდგომლობის ინიციატორი ბრალდების მხარეა, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, აღნიშნული ვადა შეჩერდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, და აკაკი ალადაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R