საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 22 Jun 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება ენიჭება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას.

მისივე თქმით, ცვლილებებით გაიწერა ვალდებულება, რომ თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის მანძილზე უნდა
დააგროვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით, თუ უცხოელი სტუდენტი სტუდენტის სტატუსს 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს, ეს გახდება მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტ ხანს დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც ეს გახდება მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის, სწავლის და სტატუსის შეჩერების საკითხები აისახება.

მისივე თქმით, თუკი უცხოელი სტუდენტი სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემდგომ მოინდომებს სტატუსის აღდგენას, ეს უნდა მოხდეს იმ ლიმიტის ფარგლებში, რაც განსაზღვრული აქვს უნივერსიტეტს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეეხება ასევე საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანია უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება.

„იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, ამ შემთხვევაში იარსებებს გარკვეული მექანიზმი. კერძოდ, პირველივე ჯერზე არ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, არამედ შემოდის სპეციალური ნებართვის სახე - საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც პირველ ჯერზე გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ჯერზე ორ-ორი წლის ვადით. ჯამში, ხუთი წლის ვადით მოხდება ამ პროცესზე დაკვირვება და თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, მაშინ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს ექნება შესაძლებლობა უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით, მას შემდეგ რაც უცხოელი მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთ მესამედს, მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ნახევარს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ორ მესამედს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R