საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 06 მარტი 2023
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები.


კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განსაზღვრავს უცხოური ძალის აგენტის ცნებას და აწესრიგებს შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


წარდგენილი პროექტით, უცხოური ძალის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ ეზღუდებათ ჩვეული საქმიანობა.


კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პროექტში გაწერილია, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული შესაბამისი სუბიექტის მიერ უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენ განცხადებაში, თუმცა, გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს განცხადებაში შესატანი სხვა ინფორმაციისა და წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხაც.


კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:

• უცხოური გავლენის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;

• სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;

• უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფისა და აღნიშნული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხები;

• უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;

• უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.


ამასთანავე, კანონპროექტით, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ ეზღუდებათ ჩვეული საქმიანობის განხორციელება.


გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი, პირველი პროექტისგან განსხვავებით, არ ეხება ფიზიკურ პირებს.


„ასევე, ეს კანონპროექტი არ ეხება ყველა იურიდიულ პირს, ეხება მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ააიპ-ებს) და იმედია საშუალებებს, ვისი დაფინასებაც არის უცხოური ძალისგან, ისიც 20%-ზე მეტი. აგრეთვე, განსხვავებით პირველი კანონპროექტისგან, რომლის მიხედვითაც რეესტრისთვის დოკუმენტების დიდი ნუსხაა წარსადგენი და ამავდროულად, გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დასარეგისტრირებელ სუბიექტს დამატებითი ნუსხა მოსთხოვოს, ამ პროექტით მხოლოდ სამი კრიტერიუმი უნდა შეიყვანოს შესაბამის ფორმატში სუბიექტმა: საიდან ფინანსდება, მიზნობრიობა, საქმიანობა და წელიწადში ერთხელ ფინანსური ანგარიშგება. ჩვენ ამ კანონპროექტით არ ვამბობთ, რომ რაღაც საქმიანობა ცუდია და რაღაც საქმიანობა კარგი. საზოგადოებამ ნახოს ყველა არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა - საიდან ფინანსდება და მან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი არასამთავრობო სექტორი იყოს კარგი და რომელი ცუდი. ამ კანონპროექტების პროდუქტი არის ინფორმირებული მოქალაქე,“ - აღნიშნა მომხსენებელმა.


კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე კანონპროექტს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R