საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

მედია და საზოგადოება 19 დეკემბერი 2022
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მოხდება პოზიციების შეჯერება და ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება კონსულტაციები.

 

კომიტეტში სიტყვით 8 კანდიდატი: ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიზე და თეიმურაზ ჯერვალიძე გამოვიდა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების მოსმენა დაასრულა.

 

ნოდარ პაპუკაშვილის წარმდგენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან სალაძის - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლიკა საჯაიასი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სოფიო სოხაძის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გიორგი ტურაზაშვილის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კახა წიქარიშვილის - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დიმიტრი ხაჩიძის - ა(ა)იპ უფლებები საქართველო, თეიმურაზ ჯერვალიძის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი და იურისტთა ასოციაცია.

 

როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იქნება.

 

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი და მათთან გასაუბრების პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R