საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს

მედია და საზოგადოება 14 ივნისი 2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

 

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია.

 

კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც.

 

კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი 7-14 წლით თავისუფლების აღკვეთიდან გაიზრდება 12-17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს და ის ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ასევე უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ამგვარი დანაშაულები წლების განმავლობაში მატულობს, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების კლებაც არ შეინიშნება. ამიტომ, ვფიქრობ, მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი გამკაცრდეს. ჩანს, რომ მოქმედი კანონი არ არის საკმარისი ამ დანაშაულების შესამცირებლად“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას, მხარი უმრავლესობით დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R