საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა: ერთობლივი ქმედებები აუცილებელია დემოკრატიის დაცვისთვის - საქართველოს პარლამენტი ამ მიზნით, სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის

თავმჯდომარე 28 Nov 2021
კახა კუჭავა: ერთობლივი ქმედებები აუცილებელია დემოკრატიის დაცვისთვის - საქართველოს პარლამენტი ამ მიზნით, სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის

„დემოკრატია გლობალური უსაფრთხოების საკითხი და მისი მიღწევის ინსტრუმენტია. გლობალური და ადგილობრივი მნიშვნელობის მთელი რიგი გამოწვევების ფონზე, ცოცხალი დემოკრატია, ანუ დინამიური და ეფექტიანი ინსტიტუტები, მმართველობა და დემოკრატიული პროცესები, საჭიროა ქაოსის თავიდან არიდებისა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ერთობლივი ქმედებები აუცილებელია ამგვარი დემოკრატიის დაცვისთვის - საქართველოს პარლამენტი მზად არის ამ მიზნით სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს.

 

„მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით. კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული. მჯერა, რომ დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოების და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და ერთობლივი სტრატეგიები. სასურველია, ეს სტრატეგიები მოიცავდეს შემდეგს: პირველი, საჭიროა მდგრადი თემებისა და საზოგადოების მშენებლობა. ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებები, სკოლები, ოჯახები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია დემოკრატიის გასამტკიცებლად მისსავე საფუძველში. მეორე, პოლიტიკურმა აქტორებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოების ყველა წევრმა პასუხისმგებლიანი როლი უნდა ითამაშონ დემოკრატიისთვის რეალური შინაარსის შეძენაში - მაშასადამე, ააშენონ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალი, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას. მესამე, ჩვენ ყველამ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში, ასევე, აქტიური პოლიტიკური კონკურენციიდან დესტრუქციულ პოლარიზაციად გადაქცევის თავიდან არიდების საქმეში. მოსახლეობამ თითოეულ ჩვენგანს ანდო თავიანთი მომავალი, ოცნებები და იმედები; ეს უზარმაზარი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დაიკარგოს. მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პრიორიტეტად ვაქციე პარლამენტში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა. ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში. ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მეოთხე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე. თუმცა, მომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენ. კლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ქმედება, საჭიროა ახლავე მოქმედება. პარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვნენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 Jul 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 Jul 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 Jul 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R